30 მარტს დაბა მესტიის იუსტიციის სახლში შედგა მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარებული კონკურსის “მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” ჟიურის შემაჯამებელი სხდომა და წარმოდგენილი ვიდეორგოლების ჩვენება. I ადგილი – სოფ. წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა დაიკავა.
მარტის თვის დასაწყისში მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მესტიის რაიონულმა პროკურატურამ გამოაცხადა ოჯახში ძალადობის ამსახველი შინაარსის ვიდეორგოლების კონკურსი – “მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ”. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ, ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
ვიდეორგოლი ცამეტმა საჯარო სკოლამ წარმოადგინა (ყარ–სგურიში, ხაიში, ლახამულა, იდლიანი, მაზერი, ბეჩო, ცხუმარი, ეცერი, ლატალი, იელი, წვირმი, ლენჯერის №2 და მესტიის №2 საჯარო სკოლა).
ჟიურის წევრები იყვნენ მესტიის რაიონის პროკურორი რამაზ ხურცია, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელენე განაია, მესტიის რესურსცენტრის და მესტიის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები.
II ადგილი სოფ. ლენჯერის N-2-საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, III ადგილი კი – სოფ. ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის გუნდმა.
კონკურსში მონაწილე ყველა საჯარო სკოლას საქართველოს პროკურორის სახელით სიგელები გადაეცათ.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.