ლატალის მ’ხეერის მთავარანგელოზის ტაძარი

ალბათ ძალიან ბევრმა სვანმაც კი არ იცის ამ ტაძრის არსებობის შესახებ, რომელიც ტურისტებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ადგილად ითვლება. ზაფხულში თუ სურვილი გაგიჩნდებათ და მოილოცავთ ზემო სვანეთში სოფ. ლატალის მ’ხეერის მთავარანგელოზის ტაძარს, უდიდეს მადლს და სიამოვნებას მიიღებთ.

რომ არა უფლის სასწაული და ლატალელების განუზომელი სიყვარული უფლის მიმართ, ალბათ სხვა ვერაფერი შეძლებდა მ’ხეერის მთის ქიმზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე ტაძრის აშენებას.

ეს ტაძარი ჩვენს წინაპრებს დიდი რწმენით და რუდუნებით უშენებიათ. ტაძრის მშენებლობას ლეგენდაც უკავშირდება: სოფ. ლატალიდან ამ ტაძრამდე 7 კილომეტრია, გზა სულ აღმართ-აღმართ მიდის,  თითქმის არსად ვაკდება. ამ გზის მთელ გაყოლებაზე ჩამწკრივებულნი ყოფილან სოფლის დიდი თუ პატარა და ერთმანეთს გადასცემდნენ საშენ ქვებს, რომელნიც ტაძრის მიმდებარედ არ მოიპოვება.

სამწუხაროდ, ამ ტაძარმა პირვანდელი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწია და რამდენიმე წლის წინ რესტავრაციისთვის საჭირო სამშენებლო მასალა ვერტმფრენების საშუალებით იქნა მიტანილი ადგილამდე.

ტაძარს განსაკუთრებით უშვილოები ევედრებიან და ბევრი სასწაულის მომსწრენიც ვართ.

მ’ხეერის მთავარანგელოზის ტაძარი თავისი მადლით და უმშვენიერესი ადგილმდებარეობით ელოდება მომლოცველებს.

20160726_073913 მესტიის მთები

17813823_1235365436581042_74373780_n

17806870_1235365346581051_2124221448_n

17792716_1235365443247708_1615395808_n

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.