ლატალის უძველეს ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვა აღევლინა

გუშინ 9 აპრილს სოფ. ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის, მე-10-11 საუკენეების ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა, ხოლო წირვის დასასრულს ცხრა აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ლატალის მოძღვარმა სქიმარქიმანდრიტმა ეგნატემ (კურტანიძე).

მამა ეგნატემ წირვის შემდგომ ქადაგებაში მრევლს მიულოცა ბზობის დღესასწაული და აღნიშნა
“…უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში და ხალხის ერთობლივ დახვედრას და ასეთი პატივისა და სიყვარულის გამოხატულებას წინ უძღოდა უფლის მიერ ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინება, მიუხედავად იმისა რომ უფალს მანამდეც ბევრი სასწაული ჰქონდა აღსრულებული, ეს იყო ყველაზე საჯარო, ლაზარეს აღდგინებას ესწრებოდა უამრავი ადამიანი, მათ შორის იუდეველებიც. ასეთი განრისხება იესო ქრისტეს არცეთ სასწაულს არ გამოუწვევია იუდეველებში, რადგან ლაზარეს აღდგინება იყო უტყუარი და იესო ქრისტეს მიმართ ბრალდება აღარ დარჩათ, რადგან განქარდა ყოველი ბრალდება. გამომდინარე აქიდან იესო ქრისტეს განსაკუთრებული პატივით დახვდა ხალხი, უფენდნენ საკუთარ სამოსს და ბაიისა ტოტებს და უგალობდნენ “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”
თითქოს ირწმუნეს უფალი, მაგრამ იგივე ხალხმა რამდენიმე დღეში, ბარაბა, რომელიც ავაზაკი იყო, არჩია ქრისტეს…”
მამა ეგნატემ ასევე აღნიშნა, რომ ისტორია მეორდება და ადამიანები ხშირ შემთხვევაში დღესაც ასე ვიქცევით, ასე ხდება დღესაც: ჯერ ავამაღლებთ ადამიანს და შემდეგ ისე დავცემთ მიწაზე, როგორც იუდეველები გაიძახოდნენ ქრისტეს ჯვარცმისას “ჯვარს აცვით ეგე სისხლი მაგისი ჩვენზედა და შვილთა ჩვენთა ზედა”.

17841622_1239648069486112_2059508124_n
17857320_1239648276152758_957658851_n
17842162_1239648292819423_55245384_n
17842223_1239648242819428_1172474668_n
17857175_1239648189486100_2135528338_n
17842315_1239648106152775_1827344943_n
17857698_1239648076152778_1526599341_n

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.