დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში

12 აპრილს, ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა.

იყო ლექსები და დედა ენისადმი მიძღვნილი სიმღერები.

აქ მოსული მსმენელი აღტაცებაში მოჰყავდა იმ გაფორმებასაც,  რომელიც სპეციალურად მოამზადეს ამ ღონისძიებისთვის ამავე სკოლის პედაგოგებმა.

IMG_20170412_143807

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასის მასწავლებელი ქალბატონი ნადია ბენდელიანი.
მან ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ ასეთი ღონისძიებების სისტემატურად და მრავალფეროვანი რეპერტუარით ჩატარება,  საჭირო და აუცილებელია მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მათ იცოდნენ და გაიაზრონ ,  რომ მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზე ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას. და ჩვენ ნამდვილად ვართ ასეთი ერი. ამის მაგალითია 14 აპრილი – მშობლიური ენის სადიდებლად დაწესებული დღე.

გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი.