აღდგომის სადღესასწაულო წირვა მესტიის საკათედრო ტაძარში

16 აპრილს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვა მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

მან ქადაგებაში მრევლს მიულოცა აღდგომა და კიდევ ერთხელ შეახსენა იმ მოვალეობების შესახებ რომელნიც ადამიანებს უფლის წინაშე გაგვაჩნია, მან აღნიშნა:

“მიუხედავად იმისა არის თუ არა ადამიანი ეკლესიური, ბოლოს ყველა წარსდგება ღვთის წინაშე მისი ვალდებულებებით, წარსდგება სამსჯავროზე მისი ცხოვრებით, იმის მიხედვით, თუ როგორი სინანული გააჩნდა აქ, აქ ამ ქვეყნად უნდა მოვასწროთ, რადგან იქ უკვე სინანული აღარ არსებობს. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს განცდა თვისთა ცოდვათა. გააცნობიეროს საკუთარი თავი. მთავარი ფორმულა ქრისტეში არის სინანული, რომელსაც მოყვება: სიყვარული, მიმტევებლობა, განგდებული არის ამით შური, ბოროტება, სიძულვილი, რომელნიც დღეს ასე გვარტყია გარშემო. ინებოს ღმერთმა, რომ თანამდები იყოს თქვენთა ყოველთვის დღევანდელი დღის სიხარული, თქვენს ოჯახებში შემოსულიყოს სიხარული ქრისტესი და ჩვენ ერთად ვილოცოთ იმისთვის, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ჩვენს ქვეყანაში ვერ მოიკიდოს ფეხი ბოროტებამ. უფალმა იესო ქრისტემ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგვცეს მშვიდობა. თქვენს ოჯახებს მისცეს უფალმა სიმშვიდე და დღეგრძელობა!
ქრისტე აღსდგა!”

18009969_1248589141925338_1459958353_n
18009665_1248589041925348_2130665024_n
17965525_1248589195258666_2019857635_n
17965392_1248589205258665_1050352357_n
17965249_1248589075258678_443779789_n
17965231_1248589168592002_2083271810_n
18009149_1248589181925334_1467591121_n
18009773_1248588868592032_1792679827_n
18009287_1248589015258684_607440992_n
17965543_1248588931925359_1076572132_n
17965044_1248588915258694_1790568644_n
17909251_1248588981925354_1498996020_n
17974905_1248588998592019_1335438682_n
17965622_1248588891925363_758294128_n

მადონა წერედიანი, დაბა მესტია.