20 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხის #2 საჯარო სკოლის ეზოში ჩაატარა სიმულაციური ვარჯიშები მოსწავლეებისათვის,რომელიც შეეხებოდა სტიქიური უბედურების დროს (მაგ. მიწისძვრის დროს) დაშავებულისთვის პირველადი დახმარების გაწევას.
მოგვიანებით კი ტრენინგი ჩატარდა გამგეობის შენობაში თემებზე; 1. ოჯახური კავშირის აღდგენა(ტრენერი–მარიამ ბექურიძე) ,რომელიც შეეხებოდა სტიქიური უბედურების დროს წითელი ჯვრის მოქმედების გეგმას და კომუნიკაციის ხელშეწყობას დაკარგულ ოჯახის წევრებს შორის.ნაჩვენები იყო სტიქიური უბედურების დროს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაწეული დახმარების ამსახველი ვიდეო მასალა. 2.მოხალისეობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში (ტრენერი–მარიამ რომელაშვილი).აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, დაისვა სააზროვნო შეკითხვები დამსწრეთათვის. ისაუბრეს მოხალისეობის კანონის შესახებ და ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს (დამსწრეებს ) მიეცათ დავალება გადაიკითხონ 1997 წელს მიღებული კანონი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ, შექმნან ხუთი ან მეტ კაციანი ჯგუფი, გაიაზრონ და ჩამოაყალიბონ შენიშვნები თეზისების სახით მოხალისეობის კანონის შესახებ, რომელიც შემდგომში გათვალისწინებული იქნება ამ კანონში ცვლილებების შეტანის დროს.