ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა თავისი კანდიდატი. გთავაზობთ 3 მათგანის ბიოგრაფიებს, მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. რაც შეეხება მეოთხე კანდიდატს, ჯერჯერობით მისი ბიოგრაფიული მონაცემები არ მოუწოდებიათ.
5. საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
რომან (მურმან) მუკბანიანი
დაიბადა 1965 წლის 11 სექტემბერს ლენტეხის რაიონის სოფელ მამში.
1982 წელს დაამთავრა ჩოლურის საშუალო სკოლა.
1984-1986 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
2006-2008 წლებში მუშაობდა ლენტეხის რაიონის ჩოლურის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად.
2008 წელს დაინიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ;
2008-2012 წლებში იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
2014 წლის ივლისიდან იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
2013 წლის 9 ნოემბერს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
8. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
მურმან ტვილდიანი
დაიბადა ლენტეხის რაიონის სოფელ ყვედრეშში 1959 წლის 15 აგვისტოს.
1976 წელს დაამთავრა სოფ. რცხმელურის საშუალო სკოლა.
1979 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი.
1979-1981 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1990 წელს დაამთავრა კემეროვოს კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.
1991-1992 წლებში მუშაობდა რცხმელურის საკრებულოს გამგებლად.
1995-2000 წლებში მუშაობდა რუსეთის ქალაქ იაროსლავში მეურნეობა „მირ“-ის დირექტორის მოადგილედ, სხვადასხვა ფირმებში მენეჯერულ თანამდებობებზე (,,იაროსლავსკი პროდუქტ 2000“, ,,სენატორ გრუპპ“)
2000-2005 წლებში იყო ქალაქ იაროსლავში გეოლოგების სახელობის ტურბაზის დირექტორი;
2010 წლიდან ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას.
2013 წლიდან მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ.
27. საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“
ჯაბა სარალიძე
სამწუხაროდ, მის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვფლობთ. დავუკავშირდით პარტია „ახალი საქართველო – პოლიტიკური პლატფორმა“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს თამარა ჯინჭარაძეს და ვთხოვეთ მოეწოდებინათ მათ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის ფოტო და ბიოგრაფია, მაგრამ უშედეგოდ.
41. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
ბადრი ლიპარტელიანი
დაიბადა 1954 წლის 2 სექტემბერს ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში;
1972 წელს დაამთავრა დაბა ლენტეხის საშუალო სკოლა (ამჟამად N1 საჯარო სკოლა);
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;
1981-1982 წლებში გაიარა ინტერნატურა ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში;
1986-1988 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიაში;
1982-1986 წლებში მუშაობდა ლენტეხის რაიონში სოფლის ექიმად და სტაციონარის თერაპევტად;
1988-2002 წლებში იყო ლენტეხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში;
2002 წლიდან ლენტეხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმია;
2005 წლიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ლენტეხის ფილიალის მენეჯერია;
იყო ლენტეხის რაიონის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი.