დღეს, 16 ოქტომბერს, სერბეთში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკ სამბისტებს შორის, რომელზეც ლევან მაიზერის ძე გუგავამ პირველი ადგილი დაიკავა.
ლევან გუგავა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანების აღზრდილია (დირექტორი ზაქრო ხვისტანი,მწვრთნელი ლადო მუსელიანი). ის შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა სამბოში 65 კგ წონით კატეგორიაში, წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი 70 კგ წონით კატეგორიაში მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში შესანიშნავად იასპარეზა და სხვა საპრიზო ადგილების გარდა, 4 ოქროს მედალი მოიპოვა.
ცოტნე მუსელიანი.