საქართველო ტურისტებისთვის საინტერესო ქვეყანაა და ეს განსაკუთრებით ეხება სვანეთს.
სწორედ სვანეთი გახლავთ საინტერესო როგორც უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის, ასევე იმ ქართველებისთვისაც, რომლებიც სვანეთში ნამყოფები არ არიან.
ტურისტებისა და სტუმრების სიმრავლის გამო სვანეთი მიმზიდველი ადგილი გახლავთ იმ ადამიანებისთვის ვისაც მცირე ბიზნესის წამოწყება სურთ.
ტურისტებისთვის საინტერესო ადგილას კი ყველაზე მომგებიანი ბიზნესი გახლავთ სასტუმროს გახსნა.
სასტუმროს გახსნა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ეხება საოჯახო სასტუმროს, რომლის მფლობელობაც უფრო იაფი ჯდება და ტურისტებისთვის ხშირად წარმოადგენს ეგზოტიკასაც.
საოჯახო სასტუმრო გახლავთ მცირე ბიზნესი, მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად კი ქართულ ბაზარზე უკვე არსებობს გრძელვადიანი სესხი Kimbi, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მიიღოთ 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის სამომხმარებლო სესხი 3 -დან 24 თვემდე ვადით.
Kimbi -ს უპირატესობებს შორის არის: სისწრაფე, სიმარტივე და ადვილი ხელმისაწვდომობა.
აქ სესხები გაიცემა ინტერნეტით.
ფულის მისაღებად მომხმარებელს სჭირდება მხოლოდ ხანმოკლე და მარტივი პროცედურების გავლა.
კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში კი თანხას მომენტალურად იღებს.
რაც შეეხება საოჯახო სასტუმროს გახსნას, ამ გეგმის განსახორციელებლად უნდა მიჰყვეთ შემდეგ გეგმას:
პირველ რიგში უნდა მოიძიოთ შენობა. საოჯახო სასტუმროს შენობას კი აუცილებლად უნდა ჰქონდეს არამხოლოდ საძინებლები და სველი წერტილები არამედ:
- მისაღები;
- ბარგის შესანახი სივრცე;
- პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახები;
- სუფთა ადგილი თეთრეულის შესანახად;
- საკუჭნაო სადაც სტუმრების თვალისგან დამალული იქნება ჰიგიენის ნივთები.
ასევე, ცალკე უნდა გამოყოთ სასადილო, სადაც კვება იქნება ფასიანი ან უფასო. (ეს თქვენი გადასაწყვეტია)
შენობის შერჩევის შემდეგ, თქვენ უნდა შეიმუშაოთ ბიზნეს გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება:
- სასტუმროს სტილი და კონცეფცია;
- ბიზნესის რეკლამირებისა და კლიენტების მოზიდვის მეთოდები. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ პრომოუშენზე დავხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტის 3-5%.
მესამე ეტაპზე, უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიზნესის ფინანსური მხარე, ჩამოწეროთ საჭირო ხარჯები და შეადაროთ ისინი პოტენციურ შემოსავალს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი პოტენციური შემოსავალი აღემატება მოსალოდნელ ხარჯებს და თანაც თქვენი გეგმის წარმატებაში დარწმუნებული ხართ, მაშინ გაზაფხული საუკეთესო პერიოდია სასტუმროს გასახსნელად.
თქვენ თავისუფლად მოასწრებთ მოსამზადებელი სამუშაოების ზაფხულამდე დასრულებას, ზაფხული კი შვებულებების პერიოდი გახლავთ და ტურისტები სწორედ ამ პერიოდში მოგზაურობენ ყველაზე ხშირად.
თუმცა, სანამ სასტუმროს ოფიციალურად გახსნიდეთ გაითვალისწინეთ, რომ დაჯავშნის სისტემის, ტარიფებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მოფიქრება გახსნამდე უნდა უზრუნველყოთ.
და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ კმაყოფილი მომხმარებელი ბიზნესის წარმატების გარანტია, სწორედ ამიტომ, უმასპინძლეთ ყველა სტუმარს ხარისხიანად.