21 აპრილს, ზემო სვანეთის სოფ. ჭუბერში გაიმართა “ნენსკრა-ჰესის” და სხვა ჰიდრო-ელექტრო-სადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია. აქციაში მონაწილეობდნენ მოქალაქეები ზემო და ქვემო სვანეთის სხვადასხვა სოფლებიდან, მესტიიდან, ლენტეხიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთიულეთიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან.
აქციას უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნე მანანა საღლიანი:
სიტყვით გამოვიდა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ა.(ა).ი.პ.-ის “ენერგოეფექტურობის ფონდი”-ს დირექტორი ვახტანგ ზარქუა:
მან აქციის მონაწილეებს კითხვით მიმართა – ის სპეციალისტები, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპირებენ თქვენი აზრით ძალიან კვალიფიციურები არიანო – და თვითონვე გასცა პასუხი:
აქციაზე იმყოფებოდა და სიტყვით გამოვიდა სოფ. ხაიშის მკვიდრი, “ხუდონ-ჰესის” მშენებლობის აქტიური მოწინააღმდეგე – ზურაბ ნიჟარაძე:
მოძრაობა “ლაზიკა”-ს წარმომადგენელმა ქეთევან გაბიანმა თავისი სიტყვა მობოდიშებით დაიწყო სვანური ენის არ ცოდნის გამო:
აქციაზე იმყოფებოდნენ ქვემო სვანეთის მკვიდრნიც. ერთერთი მათგანი, სოფ. წანაშიდან, “ხელედულა-ჰესის” მშენებლობის აქტიური მწინააღმდეგე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი 2012-13 წლებში – ზაზა ლიპარტელიანი – სიტყვითაც გამოვიდა:
სიტყვით გამოვიდა ნათია ქურდიანი – “სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა”-ს ერთერთი აქტივისტი:
სიტყვით გამოვიდნენ ასევე ირაკლი გაბლიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი – ნარგიზა ნიგურიანი:
აქციის მონაწილეები საკმაოდ გაახალისა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა 1992-95 და 2004-08 წლებში გიორგი (გოგი) წულაიამ:
აქციაზე იმყოფებოდა პოლიტიკური პარტიის “თავისუფალი საქართველო”-ს თავმჯდომარე კახა კუკავა:
14 მაისს, თბილისში, საპროტესტო აქციის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა ა.(ა).ი.პ. “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი – კავკასია”-ს გამგეობის თანათავმჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა:
აქციაზე იმყოფებოდნენ ა.(ა).ი.პ. “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” (თავმჯდომარე მანანა ანდღულაძე), ა.(ა).ი.პ. “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“-ს (გამგეობის წევრი ირაკლი კიკიანი), ა.(ა).ი.პ. “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება” (გამგეობის თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი), ა.(ა).ი.პ. “მწვანე ალტერნატივა“-ს (ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე), ა.(ა).ი.პ. “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“-ს (გამგეობის თავმჯდომარე ნაირა გელაშვილი) და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მასალა მოამზადა ცოტნე მუსელიანმა.