სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობაზე შეხვედრები გაიმართა

23, 24  და 25 ოქტომბერს, ლენტეხში, ცაგერში, ონში და ამბროლაურში, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – “ფონდი აფხაზინტერკონტი”–ს ორგანიზებით  გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებსაც ესწრებოდნენ  ადგილობრივი თვითმმართველობების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახალგაზრდები.

დაბა ლენტეხში შეხვედრა გაიმართა მერიის შენობაში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ხათუნა ლიპარტელიანი, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი მედიკო ხვისტანი, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი მარეხი აფაქიძე და სხვები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი”-ს წარმომადგენელი გოჩა ლიპარტელიანი.

“ფონდი აფხაზინტერკონტი”-ს პროექტის  წარმომადგენლის ივეტა თვალჭრელიძის გადმოცემით, შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა  ადგილობრივ თვითმმართველობებს,  სამოქალაქო  სექტორსა და   პროექტის  სხვა სამიზნე აუდიტორიას შორის დიალოგის გაძლიერების, პოზიციების დაახლოების, თანამშრომლობის და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების მექანიზმების შემუშავება. შეხვედრისას დამსწრე აუდიტორიასთან მუშაობისას  გამოიკვეთა ის ძირითადი მექანიზმები, რომელიც მომავალში  შესაძლებელს გახდის უფრო ეფექტურად განხორციელედეს თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და  სამოქალაქო სექტორს შორის,  ასევე  ყურადღება გამახვილდა    პროექტების ერთობლივად, თანამონაწილეობით  განხორციელებაზე, რის შედეგადაც რეგიონს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემა.

რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, წარმატებული თანამშრომლობის  განხორციელებისათვის,  ხაზი გაესვა  სექტორთა შორის კომუნიკაციის როლს და მის გაძლიერებას,   მეტი გამჭირვალობისათვის კი   საქმიანობების  შესახებ ინფორმირების ხარისხის  გაზრდას .

სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეების მხრიდან აღინიშნა   თანამშრომლობის ის ხელისშემშლელი ფაქტორებიც, რომელიც არსებობს  სამოქალაქო სექტორსა  და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის: სტერეოტიპული მიდგობები, დაუსაბუთებელი კრიტიკა და სხვა, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობისას  ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ რეგიონის რეალური სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა შემუშავდეს მემორანდუმი და   სააკოორდინაციო შეხვდრების გრაფიკი (კვარტალში ერთხელ), რომელიც გააღრმავებს  დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას,  რათა მათ ერთობლივად შეძლონ რეგიონის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა.

“ფონდი აფხაზინტერკონტი”-ს თანამშრომლები განსაკუთრებით აღნიშნავენ იმ გარემოებას, რომ პროექტის ფარგლებში რეგიონში პირველად მოეწყო ასეთი სახის შეხვდრები, სამიზნე აუდიტორიის მხრიდან კი გამოითქვა მზაობა მომავალში დაგეგმილ თანამშრომლობაზე.

სამუშაო შეხვედრები  პროექტის  „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“  ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.