2 ოქტომბერს ცაგერის საარჩევნო ოლქის №1 და №37 უბნებზე კომისიის ზოგიერთი წევრი სპეციალური ფორმის გარედან თბილ ქურთუკებში და პალტოებში იყო გამოწყობილი. ორივე ეს უბანი საკმაოდ დიდი ფართობის დარბაზებში იყო განთავსებული და შიგნით საკმაოდ ციოდა, ამავე დროს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“-ს თანახმად:
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის დღის განმავლობაში ატარონ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ფორმები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ განხილული იქნება, როგორც დისციპლინური გადაცდომა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.“
კარგი იქნებოდა ცესკოს თავის დროზე მაღალმთიან დასახლებებში მდებარე უბნების გათბობაზეც რომ ეზრუნა, მაშინ კომისიის წევრებს სპეც. ფორმის გარედან ქურთუკების ჩაცმა და ინსტრუქციის დარღვევა არ მოუწევდათ.
რამდენიმე საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს და იმედია მაშინ მაინც იზრუნებს ცესკო საარჩევნო უბნების გათბობაზე.