ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ (EU NEIGHBOURS east) აცხადებს კონკურსს 16-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივაში ჩასართავად.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამართულ სხვადასხვა ონლაინ თუ ოფლაინ ღონისძიებაში საკუთარი ქვეყნის სახელით იღებენ მონაწილეობას და საკუთარ გამოცდილებას ქსელის სხვა წევრებს უზიარებენ.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩის პოზიციისთვის გამოცხადებულ კონკურსში განაცხადის შესატანად აუცილებელია, 2021 წლის 24 ოქტომბრამდე შეავსო სპეციალური ონლაინფორმა. კანდიდატმა უნდა ახსნას, რატომ სურს გახდეს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და უნდა შეასრულოს შემოქმედებითი დავალება.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩი შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, გაერთიანებული სამეფოს ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, 16-დან 26 წლამდე ასაკის მოქალაქეს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას, დაინტერესებულია ევროკავშირის საქმიანობით, და ევროკავშირსა და საკუთარ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობით და თანამშრომლობით, ასევე დაინტერესებულია სახალხო დემოკრატიით და ინფორმაციის გავრცელებით, და მზად არის ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოტივირებულია მხარდაჭერის გასაწევად საზოგადოების და საკუთარი ქვეყნის განვითარების მიზნით, დაინტერესებულია მოხალისეობრივი საქმიანობით და მზად არის იმისათვის, რომ საკმარისო დრო დაუთმოს სამოქალაქო საზოგადოებრივ საქმიანობას.
განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე მიიწვევენ. ისინი, ვინც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, დაესწრებიან გაცნობით სესიებს, მათ კანდიდატურებს კი უფლებამოსილი ორგანიზაციები განიხილავენ. განაცხადების მიღების შეწყვეტიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე წარმართული მთლიანი პროცესი დაახლოებით რვა კვირა გაგრძელდება.
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებულო სამეფოს ახალგაზრდებს აერთიანებს. ამ ქსელის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ ახალგაზრდობის ინფორმირება, სხვადასხვა საკითხზე საერთაშორისო პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების დახმარება, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და ითანამშრომლონ უკეთესი მომავლისთვის.
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას საფუძველი 2016 წელს ევროკავშირის მიერ ჩაეყარა და დღემდე მასში ათასზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. ამჟამად აქტიურ საქმიანობას 34 სხვადასხვა ეროვნების 500-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ეწევა.
უფრო დეტალური ინფორმაცია ამ ინიციატივის და კონკურსის შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“-ს ვებ-გვერდზე euneighbourseast.eu.