Tag Archives: ქვემო სვანეთი

ქვემო სვანეთში ერთადერთი კლინიკის მედპერსონალი გაფიცვას აცხადებს

23 დეკემბერს, დაბა ლენტეხის კლინიკის მთავარმა ექთანმა ანჟელა ქურასბედიანმა გაავრცელა განცხადება მედპერსონალის გაფიცვის შესახებ.  როგორც განცხადების ტექსტშია გადმოცემული, კლინიკის თანამშრომლები აპროტესტებენ თვეობით აუღებელ ხელფასებს და კლინიკაში არსებულ გაუსაძლის სამუშაო პირობებს. Continue reading ქვემო სვანეთში ერთადერთი კლინიკის მედპერსონალი გაფიცვას აცხადებს

ქვემო სვანეთში საჯარო სკოლა 48 ახალგაზრდამ დაამთავრა

ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ქარდავას ინფორმაციით, ქვემო სვანეთში 2019-2020 სასწ. წელს მე-12 კლასი დაამთავრა 48 მოსწავლემ. ოქროს მედალზე დაამთავრეს: დარეჯან ლიპარტელიანმა, თინა ლიპარტელიანმა, მარიამ ლიპარტელიანმა, ალექსი ქურასბედიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა, დირ. ნატო ჯანხოთელი), დავით ტვილდიანმა, ვანო ტვილდიანმა – (რცხმელურის საჯარო სკოლა, დირ. ხათუნა ტვილდიანი), მარიამ აფაქიძემ – (ხელედის საჯარო სკოლა, დირ. მურადი ჩანქსელიანი), ვერცხლის მედალზე დაამთავრა ნათია ლიპარტელიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა).

Continue reading ქვემო სვანეთში საჯარო სკოლა 48 ახალგაზრდამ დაამთავრა

ლენტეხის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის საყოველთაო თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ექთნები და ექიმები თითოეულ მოსახლესთან მიდიან და დისტანციური ციფრული თერმომეტრით ტემპერატურას უზომავენ.
Continue reading ლენტეხის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

გამოკითხული სასაშლები მიგრაციის მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ

ავტორი: გიორგი ონიანი, სოფ. სასაში

მიგრაცია სვანეთისთვის მეტად მძიმე პრობლემაა, სტატისტიკური მონაცემებით 2002 წელს ქვემო სვანეთში ცხოვრობდა დაახლოებით 9 000 ადამიანი, 2015 წლის 1 იანვრისთვის კი ცხოვრობდა – დაახლოებით 4 400 ადამიანი, გამოდის რომ 13 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა განახევრდა.
Continue reading გამოკითხული სასაშლები მიგრაციის მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ