გუშინ, 22 ივლისს, “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში. ძირითადად ქვემო სვანეთის სოფ. წანაშიდან ჩასულმა მოსახლეობამ კარვები გაშალა მობილიზებული ტექნიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხუთი ადამიანი უკვე მეორე დღეა შიმშილობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ლეჩხუმში ტექნიკის შემოყვანას აპროტესტებენ. სოფ. წანაშის მოსახლეობა აცხადებს რომ სამშენებლო კომპანია აპირებს სპეც ტექნიკის შეყვანას სვანეთში. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობა კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლებას არ მისცემს: “არა სვანეთის დაცლას, გულგრილობა დანაშაულია, ვითხოვთ უსაფრთხო გარემოს”- ესაა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.
Continue reading “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ შიმშილობა დაიწყეს
Monthly Archives: July 2018
3 ივლისს ელ. ენერგია შეეზღუდებათ დაბა მესტიისა და სამეგრელოს აბონენტების ნაწილს
3 ივლისს, სამშაბათს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბა მესტიაში 13:30 სთ-დან 18:30 საათამდე აბონენტების ნაწილს ბ.ხერგიანის, დ.აღმაშენებლის, აკ.გელოვანის, ზარგაშის ქუჩებზე, ლანჩვალის უბანში, , სეტის მოედანისა და მიმდებარე ქუჩებზე.
Continue reading 3 ივლისს ელ. ენერგია შეეზღუდებათ დაბა მესტიისა და სამეგრელოს აბონენტების ნაწილს