სტიქია ქვემო სვანეთში

mewyeri
21 აგვისტოს გვიან ღამით დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელი გზა.

ხანგრძლივი გვალვების შემდეგ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში წვიმას სეტყვა და ძლიერი ქარი ჩაენაცვლა. შედეგად ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი – სოფელ მაზაშში, ასევე სოფელ ნაღომართან. ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა ცენტრალურ გზაზე შესაძლებელია. ძლიერ დაზარალდა სოფლების რცხმელურის და ნაღომარის მოსახლეობა. ადიდებულმა მდინარე სახრაულამ (იგივე რცხმელიშური, რცხმელურის ღელე) ყველა ადრე თუ ახალი გაკეთებული გაბიონი დააზიანა, ზოგიც მთლიანად გაანადგურა, ასევე ძირი გამოუთხარა შიდა სასოფლო ხიდის ბურჯებს და გზას.
saxraula 1
ამჟამად 19 მუდმივად მაცხოვრებელ ოჯახთან (რცხმელურში და ბეშერში) ავტომობილით მისვლა შეუძლებელია. ქარმა და სეტყვამ ძლიერად დააზიანა სიმინდის და ლობიოს ყანები სოფლებში რცხმელურში და ნაღომარში, რამდენიმე ოჯახში წააქცია კაკლისა და სხვა ხეები, ვენახის და ტალავერის ბოძები, სახურავი გადახადა ლეო ტვილდიანის სახლს სოფელ რცხმელურში.nigozicaqceuli talaveri