26 აგვისტოს ლეჩხუმში მაქსიმობა იზეიმეს. ამ დღეს ქალაქ ცაგერს სვანეთიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან უამრავი ხალხი სტუმრობდა.
მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილები ცაგერში, მისივე სახელობის მამათა მონასტერში არის დაბრძანებული.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინეს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა). ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) და წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა. წირვის შემდეგ მოეწყო ლიტანიობა და სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად გადააბრძანეს მაქსიმე აღმსარებლის ხატი მისივე სახელობის მონასტერში, სადაც ეპისკოპოსებმა პარაკლისი გადაიხადეს.
პარაკლისის შემდეგ გაიმართა საყოველთაო ტრაპეზი. დღესასწაული დაგვირგვინდა საზეიმო კონცერტით ცაგერის კულტურის სახლში.
წმინდანის ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 26 აგვისტოს – წმინდა ნაწილთა აღმოყვანება და 2 თებერვალს – მიცვალება.
ელზა ქურასბედიანი