ვენერა ქურასბედიანმა საკუთარი ჭირის დღისთვის გოდება დაწერა


ვენერა ქურასბედიანმა,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ხოფურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა საკუთარ თავზე მოთქმა-გოდება დაწერა.

ის 50 წელზე მეტია, მშობლიური სოფლის სკოლაში ქართული ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მას ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი ტრაგედია დაატყდა თავს. ქალბატონი ვენერა საკუთარ თავზე დაწერილ მოთქმას თავადვე ასრულებს ფანდურზე და ოჯახის წევრებს უბარებს, რომ საკუთარ დასაფლავებაზე ეს მოთქმა-გოდება გააჟღერონ. ქალბატონი ვენერა ამ ნაწარმოებით ზაფხულში, ქალაქ ამბროლაურში სცენაზეც წარსდგა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.

მიუხედავად თავს დატეხილი პირადი ტრაგედიებისა, ამ კოლორიტულ ქალბატონთან ურთიერთობა საოცრად ახალისებს უცხოსა თუ ნაცნობს. ქალბატონი ვენერა დიდი ხანია ლექსებს წერს და ორი წიგნიც გამოსცა.

ელზა ქურასბედიანი