უკვე მე-10 დღეა თბილისიდან უშგულში ფეხით ღვთისმშობლის ხატს მიაბრძანებენ.
დღეს ისინი უკვე ქვემო სვანეთში არიან, 12:20 საათისთვის სოფელ ყვედრეშში იყვნენ. თავიდან მსვლელობა რამდენიმე ადამიანმა წამოიწყო, რომელთაც სურდათ ხატი უშგულის ერთ-ერთ ეკლესიისთვის შეეწირათ და გადწყვიტეს ფეხით მიებრძანებინათ უშგულში. გზადაგზა მათ უერთდებიან მორწმუნეები, რომელთაც სურთ წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. მათ ხშირად უწევთ გაჩერება, რადგან გზად შემხვედრი მრევლი თაყვანს სცემს ღვთისმშობლის ხატს და სწირავს ვისაც რა შეუძლიათ.