ღვთისმშობლის ხატი დაბა ლენტეხის გავლით უშგულში წააბრძანეს

ღვთისმშობლის ხატი, რომელიც უშგულის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას უნდა შესწირონ, გუშინ დაბა ლენტეხში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.

შემდეგ ეკლესიის მგალობელთა გუნდისა და მრევლის თანხლებით შემწირველებმა დაბა ლენტეხი გაიარეს. გზადაგზა ისევ უწევდათ შეჩერება, რათა ხალხისთვის ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემის საშუალება მიეცათ, მრევლი მონაწილეობდა ხატის წაბრძანებაში.

შემწირველებმა სოფ. ბაბილისკენ მიმავალ გზაზე მდინარე ცხენისწყლის პირას დააბრძანეს ხატი, სადაც გადაწყვიტეს ღამის გათენება.
დღეს დილით მათ გზა განაგრძეს. ფეხით მსვლელობა 2 სექტემბერს დაიწყო თბილისიდან და დღეს უკვე მე-11 დღეა რაც გრძელდება. უკან მოჰყვებათ მანქანები, სადაც აქვთ კარვები და ტანსაცმელი.

janiko

27 ბინიანთან

გასასვლელში