დაბა ლენტეხში მობილური ბრიგადის ექიმები უფასოდ სინჯავენ ავადმყოფებს და ატარებენ შესაბამის გამოკვლევებს.
ეს პროექტი საერთაშორისო ასოციაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” ორგანიზებით და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ხორციელდება. ავადმყოფებს გასინჯვისა და გამოკვლევების გარდა, ასევე უფასოდ დაურიგდებათ გარკვეული სახის მედიკამენტები. პაციენტების მიღება ო.ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სასტუმროში ხორციელდება. გასინჯვები და გამოკვლევები მხოლოდ 10 და 11 ოქტომბერს ტარდება. მობილურ ბრიგადაში შედიან ექიმები:
1. ცისანა კაჭახიძე- კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი.
2. ნატო გოგლიჩიძე- პედიატრი, მედიცინის დოქტორი.
3. ქეთევან აბულაძე- პედიატრი.
4. ლიკა ცუცქირიძე- ენდოკრინოლოგი
5. ლალი ცხოვრებაშვილი- გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი.
6. ცირა ქრისტესიაშვილი- თერაპევტი, მედიცინის დოქტორი.
7. თამარ ბეზარაშვილი- ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი.
8. ლანა გელოვანი- ნევროლოგი.
9. მარინა სხირტლაძე- ოტოლარინგოლოგი.
10. მანანა გიორგობიანი- ექიმი-რადიოლოგი.
11. მანანა არუთინოვა- ექიმი-ლაბორანტი.
12. ნათელა ჩინჩალაძე- კარდიოგრამის გადაღება.