2017 წლის 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისში სპორტის ახალ სასახლეში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გაიმართება “თბილისი გრან პრი 2017”. მასში მონაწილეობას ღებულობს 39 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი. ეს ტურნირი იმართება უფროს ასაკობრივ კატეგორიაში, თუმცა მასში მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონი ეთერი ლიპარტელიანი, რომელიც როგორც წესი ახალგაზრდულ ასაკობრივ კატეგორიაში ჭიდაობს (57კგ-ში).
როგორც ჩვენთან საუბარში ეთერ ლიპარტელიანმა განაცხადა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის და საქართველოს გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გია თენაძის თხოვნით ის ამ ტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას.
ეთერი 31 მარტს იასპარეზებს. მის მეტოქეებს შორისაა გასული წლის ოლიმპიადის ჩემპიონი ბრაზილიელი რაფაელა სილვა. ეთერის წონით კატეგორიაში კიდევ სამი ქართველი გოგონა იჭიდავებს.
ამ ტუნირზე ეთერის გარდა, კიდევ ოთხი სვანი ძიუდოისტი იჭიდავებს: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ), ფრიდონ გიგანი (-73კგ), ამბაკო ავალიანი (-81კგ) და უშანგი მარგიანი (-90კგ).
თითოეულ წონით კატეგორიაში გამოვლენილი საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენები ფულადი პრიზებითაც დაჯილდოვდებიან.
წარმატება ვუსურვოთ ქართველ ძიუდოისტებს.
გვანცა ქურასბედიანი, სოფ. ლასკადურა.