ზემო სვანმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა კოლხეთის ტურნირი მოიგეს

29-30 აპრილს ქ.ზუგდიდში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძუდოში “კოლხეთის თასი 2017” 2002-2003 და 2004-2006 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. მასში ზემო სვანეთის სახელით ასპარეზობდა ცამეტი მოსწავლე, მათგან პირველ საპრიზო ადგილს დაეუფლა სამი ძიუდოისტი: ფარჯიანი საბა (30 კგ.), გირგვლიანი დავით (55 კგ.), ჯაფარიძე აკაკი (60 კგ.).

ტურნირი ორგანიზებული იყო ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის მიერ.

დავით გირგვლიანი და საბა ფარჯიანი ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-სკოლის აღსაზრდელები არიან, მათ სპორტულ მიღწევებში განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის მწვრთნელს ზურაბ წერედიანს, ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც შედეგებშიც გამოიხატება.

როგორც ჩვენთან საუბარში ზურაბ წერედიანმა აღნიშნა, ამ ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე სპორტსმენები აზერბაიჯანიდან და კონკურენცია დიდი იყო და მისი აზრით ამ ტურნირში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მოტივაციისთვის. ჩვენმა სპოტსმენებმა მოწვევა მიიღეს აზერბაიჯანის გუნდის წარმომადგენლებისაგან.

ფოტოზე: გამარჯვებული – დავით გირგვლიანი, მწვრთნელი ზურაბ წერედიანი.

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.