ლენტეხის სამხატვრო სკოლა ”სააღდგომო ფესტივალზე”

29 აპრილს თბილისში სამების საკათედრო ტაძარში  გაიმართა ”სააღდგომო ფესტივალი” , რომელშიც მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს რეგიონის სამხატვრო სკოლები. ფესტივალზე ლენტეხის სამხატვრო სკოლის 27 -მა აღსაზრდელმა და ორმა პედაგოგმა (თამილა ლიპარტელიანი და მთვარისა გაზდელიანი) წარადგინა საკუთარი  ნამუშევარი. ფესტივალს ორგანიზატორობდნენ  საპატრიარქოსთან არსებული  “ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების  ცენტრი”  და კომპანია  ”სტუდია  N”.

ფესტივალის ფარგლებში, ჟიურის მიერ შეფასდა როგორც მოსწავლე-მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი თითო ნამუშევარი, ასევე სკოლის მუშაობა. მოსწავლე-მასწავლებლებს, რომელთა ნაწარმოებებიც პასუხობდა თემას – “სააღდგომო ფესტივალი”,  გადაეცათ დიპლომები, სამხატვრო სკოლებს კი გაწეული მუშაობისთვის სერტიფიკატები.

დიპლომებით დაჯილდოებული მოსწავლეები არიან ნინო, თიკო , მარიამ, ხატია, მაგდა, ლაშა ლიპარტელიანები, ვალია, ქრისტინე აფაქიძეები, ქეთი მუსელიანი, თომა, ანა, ანი, გვანცა, ნუციკო ქურასბედიანები, გიორგი მკერვალიშვილი, მარიამ, გვანცა ჩანქსელიანები, ნინო ხვისტანი, თამარი ნიგურიანი, სოფია ჯამბურიძე, ტარიელ ონიანი, თამარი, ანანო, დეა ბენდელიანები, ნინი, ლუკა ტვილდიანები, თამუნა გაზდელიანი.

ლენტეხის სამხატვრო სკოლიდან თბილისში გამგზავრება მხოლოდ 8 მოსწავლემ მოახერხა. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ფესტივალზე დასწრების  მსურველებს მგზავრობის და სხვა ხარჯები თავად უნდა გაეწიათ. სვანეთში დარჩენილ მოსწავლეებს დამსახურებული დიპლომები შინ დაბრუნებულმა პედაგოგებმა გადასცეს.

ფესტივალის ბოლოს ლენტეხის სამხატვრო სკოლისთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი მიწვეულნი არიან მესტიაში 13 მაისს დაგეგმილ ფესტივალზე, სადაც უნდა წარადგინონ ნამუშევრები თემაზე- ”სვანეთი”.

 

18336806_1795524900761614_901594360_n

 

18157884_1793530674294370_7621270489376761573_n

18157102_1793101654337272_4181296789101004416_n

გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი