13 მაისს ბარსელონაში გაიმართა პროფესიონალური სარეიტინგო ორთაბრძოლა კრივში ირაკლი ქურასბედიანსა და მალიორკელ ლორენსო რაიოს შორის. ორთაბრძოლა ირაკლი ქურასბედიანის გამარჯვებით დასრულდა,
ირაკლიმ გამარჯვება მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. ორთაბრძოლას ორგანიზატორობდა ირაკლი ქურასბედიანის მწვრთნელი და მენეჯერი დანიელ კასერტა. მოგებულს ფულადი პრიზი გადაეცა.
როგორც ირაკლიმ განაცხადა ყოველი ბრძოლის შემდეგ ქართველი გულშემატკივრების რაოდენობა მატულობს და ეს მას მეტ სტიმულს აძლევს კიდევ უფრო მეტი მონდომებით ივარჯიშოს, რათა შემდეგი შეჯიბრის მოგებითაც გაამართლოს გულშემატკივართა მოლოდინი. გამარჯვებული მორიგი ორთაბრძოლისთვის ემზადება, რომელიც ივლისში გაიმართება .
ფოტოზე მარჯვნივ ირაკლი ქურასბედიანი
გვანცა ქურასბედიანი.