18 მაისს პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი პარა-მკლავჭიდში, სადაც 40 წლამდელთა შორის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში თენგო გაზდელიანმა (მწვრთნელი – ერეკლე გურჩიანი) მარჯვენა მკლავით შეჯიბრში ვერცხლი, მარცხენა მკლავით შეჯიბრში კი ბრინჯაო მოიპოვა. თენგო გაზდელიანი მხოლოდ ორი წელია რაც აქტიურ სპორტს დაუბრუნდა და უკვე დიდ წარმატებებს მიაღწია.
ევროპის ჩემპიონატს წინ უძღოდა ერთი თვის წინ თბილისში გამართული შესარჩევი ტური, რომელზეც საქართველოს ნაკრები 21 კაციანი შემადგენლობით გამოვლინდა. ამ ნაკრებმა პოლონეთში გამართულ შეჯიბრში 16 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ თენგო გაზდელიანი შარშან მსოფლიოს და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა ორივე მკლავით ასპარესობისას.
ერთი წლის წინ მან ლენტეხში გახსნა მკლავჭიდის დარბაზი ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დახმარებით და ავარჯიშებს ყველა მსურველს.
თენგო გაზდელიანი ამჟამად მსოფლიოსთვის ემზადება, რომელიც გაიმართება ოქტომბრის თვეში.
გვანცა ქურასბედიანი.