17 აგვისტოს სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე მოედანზე ჩატარდა ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც წყალტუბოს გუნდმა გაიმარჯვა.
ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები იყვნენ ლაშხეთის თემიდან, ჩოლურის თემიდან, დაბა ლენტეხიდან, სოფ. ხელედიდან, სოფ. ნანარიდან. ქვემო სვანეთის გუნდების გარდა ტურნირში მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს ერთმა გუნდმა.
ტურნირის ორგანიზება ჩოლურის ახალგაზრდების, ძირითადად სოფ. ტვიბის ახალგაზრდების, მიერ განხორციელდა, მსაჯები იყვნენ ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი ნავრეზ შავრეშიანი და ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელი მურადი (შაკა) გარდაფხაძე.
გამარჯვება მოიპოვა წყალტუბოს გუნდმა, რომელმაც ფინალში დაბა ლენტეხის ერთერთი გუნდი დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს ლევან ზურაბიანის სახელობის თასი მურადი გარდაფხაძემ გადასცა და მათ წინსვლა და წარმატება უსურვა.
ერთერთ ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვებული პენალტებით გამოვლინდა
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. თეკალი.