3 ივნისს მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის II საჯარო სკოლაში ზემო სვანეთის 15 საჯარო სკოლის I-IX კლასების მოსწავლეებისათვის ჩატარდა კონკურსი “ინტელექტი”.
ეს კონკურსი ტარდება 2013-2014 სასწავლო წლიდან. მისი მიზნებია სწავლების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა დაახლოება, მოსწავლეთა კონკურენციის უნარის განვითარება, მოსწავლეთა სხარტი აზროვნების განვითარება, მათში თვითშეფასების ამაღლება, მოსწავლეთა ცოდნის რეალიზება.
კონკურსის ორგანიზატორები არიან: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის “ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე იელის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლები: მამა არჩილ ბურჯანაძე, ნინო ჭიჭინაძე, ანა აბესაძე, ასევე იელის საჯარო სკოლის მასწავლებლები. კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მესტიის №2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას. პროექტის მხარდამჭერია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ჩვენ გავესაუბრეთ კონკურსის ერთერთ ორგანიზატორს ნინო ჭიჭინაძეს:
გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.
პროექტ „ინტელექტის“ ყველაზე წარმატებული მოსწავლის ტიტული მოიპოვა მესტიის №2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლემ ნინო ხოჯელანმა, რომელიც ოთხი წელია არ თმობს პირველობას ამ კონკურსში.
გთავაზობთ კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეთა სიას:
I კლასი
I ადგილი – შოთა რატიანი, მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა – გიმნაზია
II ადგილი- საბა ჩარქსელიანი, უშგულის საჯარო სკოლა
III ადგილი – ნიკოლოზ რატიანი, მესტიის №2 საჯარო სკოლა
II კლასი
I ადგილი – მარიამ მჭედლიანი, მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა – გიმნაზია
II ადგილი – საბა გულბანი, გულბანი, იფარის საჯარო სკოლა
III ადგილი – დავით რატიანი, მესტიის №2 საჯარო სკოლა
III კლასი
I ადგილი – ალექსანდრა ფანგანი, იელის საჯარო სკოლა
II ადგილი – საბა სამსიანი, იელის საჯარო სკოლა
III ადგილი – თამუნა გულბანი, იფარის საჯარო სკოლა
IV კლასი
I ადგილი – მალხაზ გულბანი, იფარის საჯარო სკოლა
II ადგილი – გიორგი კორძაია, იელის საჯარო სკოლა
III ადგილი – ირაკლი კვიციანი, ლენჯერის საჯარო სკოლა.
V კლასი
I ადგილი – ეკატერინე ფილფანი, მესტიის №3 საჯარო სკოლა
II ადგილი – ზურა რეზესიძე, ფარის საჯარო სკოლა
III ადგილი – სოფო გაბლიანი, იდლიანის საჯარო სკოლა.
VI კლასი
I ადგილი – ქრისტინა ფანგანი, იელის საჯარო სკოლა
II ადგილი – თათია ჯაფარიძე, მესტიის №3 საჯარო სკოლა
III ადგილი – ანა ჯაჯვანი, ლენჯერის №2 საჯარო სკოლა
VII კლასი
I ადგილი – ნინო ხოჯელანი, მესტიის №2 საჯარო სკოლა
II ადგილი – ლიზი ფირცხელიანი, მესტიის №2 საჯარო სკოლა
III ადგილი – ლევან ფილფანი, ლენჯერის №2 საჯარო სკოლა
VIII კლასი
I ადგილი – ლევან ფილფანი, ლენჯერის №1 საჯარო სკოლა
II ადგილი – ლიკა გაბლიანი, იდლიანის საჯარო სკოლა
III ადგილი – ნიკა გვარლიანი, მესტიის №2 საჯარო სკოლა
IX კლასი
I ადგილი – ქრისტინა გვარლიანი, მესტიის №2 საჯარო სკოლა
II ადგილი – დავით რეზესიძე, ფარის საჯარო სკოლა
III ადგილი – ელენე გვარლიანი, მესტიის №2 საჯარო სკოლა.
კონკურსი “ინტელექტი” ორ ტურად ტარდება-ხოლმე: პირველი ტური შესარჩევია და ტარდება თითოეულ მონაწილე სკოლაში. გამარჯვებულები ვლინდებიან ტესტირების შედეგად და თითოეული კლასიდან მეორე ტურში გადასულად ითვლება ის ერთი მოსწავლე, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში, გამარჯვებულად ითვლება ის მოსწავლე, რომელმაც უფრო სწრაფად დაასრულა ტესტზე მუშაობა. სკოლის შიდა ტურში გამარჯვებული მოსწავლები მონაწილეობენ მეორე, სარაიონო ტურში.
ტესტების კითხვებს არჩევენ პროექტის ინიციატორის, იელის საჯარო სკოლის პედაგოგები – საგნობრივად (ეროვნული სასწავლო გეგმაში გაწერილი სავალდებულო საგნებიდან).
მეორე ტურის ტესტირება ტარდება პირველი ტურის კითხვების მსგავსად, სლაიდშოუს სახით. კითხვების მონაცვლეობა ხდება ავტომატურ რეჟიმში – დაწყებით კლასებში ( I-IV კლ.) სლაიდის გადასვლის დროა 20 წამი, დანარჩენ კლასებში კი – 15 წამი.
მეორე ტურში გამარჯვებულებად ითვლებიან ის მოსწავლები, რომლებიც თავიანთი კლასის შესაბამისად ყველაზე მაღალ ქულას დააგროვებენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში ტარდება დამატებითი ტური ამ მოსწავლეებისათვის. კომისიის მიერ, კლასების მიხედვით, დგება მოსწავლეთა რეიტინგული სია.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.