ჭიათურისა და მესტიის გიმნაზიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ივნისს ჭიათურაში მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიასა და ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ხელი მოაწერეს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, ილარიონ ქართველის სახელობის გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა ბასილმა და ჭიათურის გიმნაზიის დირექტორმა ნანული წერეთელმა.

შეხვედრა  ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მიწვევით ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის შენობაში გაიმართა. მასპინძელი გიმნაზია სტუმრებს დიდი პატივით, სიყვარულით და არაჩვეულებრივი ღონისძიებით დახვდა. მასში მასპინძლებთან ერთად, სვანეთიდან ჩასულმა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა და სვანური ფოლკლორი წარადგინეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურიდან მალხაზ წერეთელი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე და  ჭიათურის გამგებელი ზურაბ კუპატაძე.

ორივე გიმნაზიის მოსწავლეებმა ერთობლივად მოილოცეს ტაძრები. შთაბეჭდილებებით სავსე დღე საზეიმო ტრაპეზით დასრულდა.

19114767_1305826569534928_1607400896_n

19114518_1305826559534929_1910708942_n

19142125_1305826539534931_1969293287_n

მადონა წერედიანი.