10 ივნისს დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები. დამსწრე საზოგადოებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა “რიჰომ”, საზეიმო საღამოს დასასრულს მსმენელის წინაშე წარსდგა მუსიკალური ჯგუფი “ფრანი”.
ასევე მოეწყო სურათების გამოფენა, სხვადასხვა სახის თეატრალიზებული წარმოდგენები და პერფორმანსები, სეტის მოედანზე წარმოდგენილი იყო სვანური სამზარეულოს კუთხე და გამოყოფილი იყოს სივრცე ცხელი სასმელებისთვის, სადაც სტუმრებს უსასყიდლოდ გაუმასპინძლდნენ.
ქართული საბრძოლო ოსტატობა წარმოადგინეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის “შავფაროსნების” წევრებმა. ზეიმში მონაწილეობდა სოფ. ლატალში მცხოვრები ახალგაზრდა ლოტბარი გოდერძი აფციაური
ღონისძიებამ ადგილობრივების და ვიზიტორების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებების მხარდამჭერი იყო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.