12 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბანგურიანის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “ლცლაშის” ტყეს ცეცხლი წაეკიდა, შსს სამსახურმა ოპერატიულად გამოიძახა ვეტმფრენი, რადგან სხვა ტექნიკით აღნიშნულ ადგილამდე მისვლა შეუძლებელია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვება.
ვეტმფრენის მოსვლამდე, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი სამაშველო სამსახურები, აგრეთვე სოფელ მულახის მოსახლეობა და ახალგაზრდები თავდაუზოგავად იყვნენ ჩართული ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებში.
როგორც ჩვენთან საუბარში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ გოშთელიანმა განაცხადა, ვეტმფრენი მესტიაში რჩება და საჭიროების შემთხვევაში, თუ ცეცხლის კერები ისევ აღმოჩნდება, განაახლებს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს.
წინასწარი მონაცემებით დამწვარია დაახლოებით 1,5 ჰექტარი ტყის ფართობი.
მადონა წერედიანი, მესტია.