“ხაფანგები” ბავშვებისთვის თბილისის ზღვაზე

თბილისის ზღვის სანაპირო ზოლში არის მეტად საშიში ადგილები, სადაც ბანაობა, კარგი მოცურავისთვისაც კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ასეთ ადგილებთან, როგორც წესი, არის დამაგრებული შესაბამისი აბრებიც – “ბანაობა აკრძალულია”, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი და ახალგაზრდობა არაფრად აგდებს ამ აკრძალვებს, უფრო მეტიც, ასეთი ადგილები მათთვის უფრო მიმზიდველიც კი ხდება, რასაც ტრაგიკული შემთხვევები მოსდევს.

ჩვენ ვიმყოფებოდით ერთერთ საშიშ ადგილზე, სადაც 3 ივლისს დაიღუპა 16 წლის ცოტნე ცქიტიშვილი. აქ თბილისის ზღვაში რამდენიმე დიდი განივკვეთის მილით ჩაედინება სუფთა წყალი, რომელიც ქმნის მორევს და ძლიერ დინებას ნაპირიდან ზღვის სიღრმის მიმართულებით. ეს ადგილი მიმზიდველია ახალგაზრდებისათვის იმიტომაც, რომ იქ არის წყალში სიმაღლიდან გადასახტომი ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ საბედისწერო ადგილის მავთულხლართით შემოღობვა დაწყებული დაგვხვდა, ეს აშკარად არ არის საკმარისი მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. ჩვენი იქ ყოფნის ათიოდე წუთის განმავლობაში მოზარდების რამდენიმე ჯგუფმა მოისურვა იმავე ადგილას ბანაობა.

რეზო გეთიაშვილი, “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი”-ის წარმომადგენელი, გამოსავალს პატრულირების დაწესებაში ხედავს:

ამ პრობლემის გადაწყვეტისადმი სისტემური მიდგომის აუცილებლობას ხედავს ალეკო ცქიტიშვილიც ცნობილი ჟურნალისტი და ა.(ა).ი.პ.-ის “ადამიანის უფლებათა ცენტრი”-ს აღმასრულებელი დირექტორი. მას სურვილი აქვს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ის ტრაგედია რაც მას თავს გადახდა, სხვა მშობლებმაც არ გამოსცადონ :

ფოტოზე აშკარად ჩანს, რომ ასეთნაირად შეღობვა თავის მოტყუება უფროა, რადგან ნებისმიერ მსურველს ძალიან მარტივად შეუძლია შემოუაროს ღობეს და ასე აღმოჩნდეს აკრძალულ ზონაში:

IMG_0777

კარგი იქნება თუ აბრები – წარწერებით “ბანაობა აკრძალულია” – ყველა მხრიდან გამოსაჩენ ადგილას დამაგრდება, რადგან გზიდან, საიდანაც ახალგაზრდები ჩადიოდნენ საბანაოდ, ეს აბრები არ ჩანდა:

IMG_0783

IMG_0776

ცოტნე მუსელიანი, თბილისი.