14 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მას თან ახლდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა მესტიის II საჯარო სკოლაში. მინისტრმა დეტალურად გააცნო პედაგოგებს განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეები, ისაუბრა იმ ცვლილებებზე რაც არის მოსალოდნელი ეროვნულ სასწავლო გეგმაში. შეხვედრაზე იაქტიურეს პედაგოგებმა და მინისტრს მოახსენეს მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ და სთხოვეს მას დახმარება მათ აღმოფხვრაში. ეს პრობლემები განსაკუთრებით ინფრასტრუქტურას ეხებოდა, პედაგოგებმა მოითხოვეს სასწავლო გარემოს კეთილმოწყობა, თუმცა სხვა საკითხებიც იყო დასმული და მინისტრმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. შეხვედრის ბოლოს მინისტრებმა პედაგოგებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
ფოტოზე: საუბრობს ლახამულის სკოლის დირექტორი ნაზი საბანიძე
ფოტოზე: საუბრობს ლატალის სკოლის პედაგოგი გულნაზი ბელქანია
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.