ზემო სვანეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

16 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ზემო სვანეთის 149 აბონენტს სოფლებში ხაიში, ზარდლაში, იდლიანი და მიმდებარე სოფლებში – 09:00დან 12:00 საათამდე. ელ. ენერგიის დროებითი გამორთვა მოხდება სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანაკლია, თარგამული, კორცხელი, კოლხიდა, რუხი და მიმდებარე სოფლებში დაახლოებით 3944 აბონენტს – 10:00დან 18:30 საათამდე , 2961 აბონენტს სოფლებში დარჩელი, ორული, დიდი ნეძი და მიმდებარე სოფლებში – 10:00დან 15:00 საათამდე .

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭყონი, ტალერი, კურზუ 1282 აბონენტს -11:30 დან 18:30 საათამდე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.