17 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლასთან არსებულ მინი-ფეხბურთის მოედანზე დილიდან დაიწყება ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში.
ტურნირში მოწვეული არიან გუნდები მთელი ქვემო სვანეთიდან. გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება ლევან ზურაბიანის სახელობის თასით.
ტურნირის ორგანიზება თეკალის ახალგაზრდობამ ითავა, მათვე შეაგროვეს თანხა თასის შესაძენად.
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. თეკალი.