17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ 11:00-დან 17:00 საათამდე 16 აბონენტს ზემო სვანეთის სოფლებში: ზარდლაში, ჟიბიანი, არცხელი და მიმდებარე სოფლებში.
ასევე შეუწყდებათ ელ. ენერგიის მიწოდება:
10:00 დან 14:00 საათამდე 88 აბონენტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიას ნაწილში, 10:30 დან 18:00 საათამდე 341 აბონენტს სოფელ ობუჯის ნაწილში,
11:00-დან 18:30 საათამდე 1698 აბონენტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუხი და რიყე, 12:00დან 18:30 საათამდე 8 აბონენტს სოფელ ჭითაწყარში, სამხარეო პოლიციას და კომერციულ ობიექტებს.
ელ. ენერგიის დროებითი გამორთვა მოხდება სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია”