წლების განმავლობაში ეცერის თემის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ ჰქონდა საბავშვო ბაღით სარგებლობის საშუალება, რადგან არსებული ბაღი მდებარეობდა ძირითადი უბნებისთვის ძნელად მისაწვდომ ადგილას.
ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით ცენტრალურ ადგილას გაიხსნა ბაღი, მაგრამ ის ფუნქციონირებდა დაქირავებულ კერძო სახლში. წელს გაზაფხულზე დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობა შემოდგომაზე ბაღის ახალი შენობით ისარგებლებს.
2002 წლის სტატისტიკური აღწერის მონაცემებით ეცერის თემში ცხოვრობდა 925 ადამიანი, 2014 წლის აღრერისას კი – 480 ადამიანი დაფიქსირდა.
მადონა წერედიანი.