გუშინ, 22 აგვისტოს, დაბა მესტიაში, “ჭალაადში” დაიღუპა ნორვეგიელი მოქალაქე, მას კლდიდან ჩამოვარდნილი ქვა დაეცა თავზე და ის ადგილზევე გარდაიცვალა. მესტიის საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა უცხოელი ტურისტი უკვე გარდაცვლილი იყო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნორვეგიის საელჩოდან დაუკავშირდმენ მესტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს. დაღუპული ტურისტი გუშინვე გადაასვენეს თბილისში.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.