დაბა მესტიაში მდებარე სვანეთის ახალი მუზეუმის შექმნის ისტორია თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილია. დღეს სვანეთის მუზეუმი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოდელი, მთელი საქართველოს სიამაყეა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის მის ყოფილ დირექტორს, აწ გარდაცვლილს, ქალბატონ რუსიკო ქოჩქიანს.
სწორედ მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად ეროვნული მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილებით, სვანეთის ისტორიული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზს რუსიკო ქოჩქიანის სახელი ეწოდა, იმ დარბაზს, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა ქალბატონ რუსიკოს. მისი იდეა იყო ამ დარბაზში საკრალური სივრცის აღდგენა, სადაც საუკუნეების მანძილზე ეკლესიებს შეწირული ნივთები იქნებოდა წარმოდგენილი.
მადონა წერედიანი,დაბა მესტია.