სვანეთის მუზეუმი ლევან მინდიაშვილის გამოფენას მასპინძლობს

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი დაბა მესტიაში მასპინძლობს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ლევან მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით “აქ”, რომელიც  10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენა ორგანიზებულია შპს “ფროჯექთ ართბით”-ის (Project ArtBeat) მიერ. პროექტი ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის  და  სახელოვნებო ორგანიზაცია “პროპაგანდას” მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა.

ლევან მინდიაშვილი დაიბადა 1979 წელს თბილისში. მან განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო 2008-10 წლებში ბუენოს აირესის ხელოვნების ნაციონალურ უნივერსტეტში სწავლობდა მულტიდისციპლინურ სფეროს. 2009 – 2012 წლებში ბუენოს აირესში, გალერეა Laguanacazul – ის კურატორად და აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა.

მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია: “გრანტი საჯარო ხელოვნებისთვის” National Endowments for Arts (ნიუ-იორკი, 2014) და “ახალგაზრდა ხელოვანი” Movistar Arte Jóven (ბუენოს-აირესი, 2011).

ამჟამად ლევან მინდიაშვილი მიწვეული პროფესორია თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში სხვადასხვა ინსტიტუციებსა თუ გალერეებში, მათ შორის არიან: თანამედროვე ხელოვნების გალერეა ˗ საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისი), არსენალე (კიევი), ტარტუს ხელოვნების მუზეუმი (ტარტუ), The Lodge Gallery (ნიუ იორკი), ლიტერატურის მუზეუმი (თბილისი), Clemente Soto Center (ნიუ იორკი), ODETTA (ბრუკლინი). მის უახლეს პერსონალურ გამოფენებს შორის აღსანიშნავია გამოფენები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), The Lodge Gallery (ნიუ იორკი), The Vazquez Building (ბრუკლინი), Kunstraub99 (კიოლნი).

ლევან მინდიაშვილი ძირითადად ნიუ იორკში მუშაობს და ცხოვრობს, სადაც მას გალერეა The Lodge Gallery წარმოადგენს.

21103698_1373032039481047_358050757_o

21081778_1373032132814371_91845007_o

21057541_1373032056147712_407127114_o

მადონა წერედიანი, დაბა მესტია.