აგვისტოს თვეში ლენტეხის სამხატვრო სკოლა 3 დღით იმყოფებოდა კაპადოკიაში, თურქეთის ქალაქ ურგუფში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით “კაპადოკიური ჩანახატები”.
ეს ფესტივალი კაპადოკიის ისტორიაში პირველად ჩატარდა შპს “სტუდია N”-ის ორგანიზებით. საქართველოდან ამ ფესტივალში ლენტეხის სამხატვრო სკოლის გარდა ახალციხის სამხატვრო სკოლაც მონაწილეობდა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ლენტეხის სამხატვრო სკოლის დირექტორმა თამილა ლიპარტელიანმა, მოსწავლეებმა ქეთი მუსელიანმა, თიკო ლიპარტელიანმა, გვანცა ჩანქსელიანმა, მაგდა ლიპარტელიანმა, მარიამ ლიპარტელიანმა, ანა ქურასბედიანმა, გიორგი მკერვალიშვილმა, ვალია აფაქიძემ, მარიამ ჩანქსელიანმა და ლაშა ლიპარტელიანმა. ისინი დაჯილდოვდნენ შესაბამისი დიპლომებით. ასევე დაჯილდოვდა თექის პედაგოგი მთვარისა გაზდელიანი გაწეული პედაგოგიური ღვაწლისათვის. ფესტივალის მსვლელობისას, როგორც დაგეგმილი იყო მონაწილეებმა ჩანახატები გააკეთეს და როცა ნამუშევრებს დაამთავრებენ, დაგეგმილია ამ ნამუშევრების გამოფენის მოწყობა თბილისში.
ფესტივალში მონაწილე პედაგოგები და მოსწავლეები მიწვეული არიან ბულგარეთში 2018 წ. ივლისის თვეში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალზე “BALKAN FOLK FEST”, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შპს “სტუდია N”-ა.
სამხატვრო სკოლის ეს მოგზაურობა 5250 ლარი დაჯდა, აქედან 250 ლარი ა.(ა).ი.პ. “ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება”-მ (ხელმძღვანელი – ბიქტორ გაზდელიანი) გაიღო, დანარჩენი ხარჯები მონაწილეებმა და მშობლებმა თავად გასწიეს.
მირანგულა მუკბანიანი.