1 სექტემბერს, დაბა მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას სახელწოდებით “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები”- მიძღვნილი ხელოვნებათმცოდნე რუსიკო ქოჩქიანის ხსოვნისადმი.
კონფერენციის კოორდინატორი და სამეცნიერო ხელმძღვანელია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის გამგე, სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ზვიად კვიციანი.
ეს კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და უკვე ტრადიციადაა გადაქცეული თავისი მნიშვნელობის გამო. მოწვეული სტუმრები, დარგობრივი სპეციალისტები, წარმოდგენილი თემებითა და პრეზენტაციებით ცდილობენ სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისა და გადარჩენის გზების ძიებას.
კონფერენცია დაიწყება 10:00 სთ-ზე.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.