27 აგვისტოს ხაშურში გაიმართა ევროპის ჩემპიონის – გელა ბარათაშვილის სახელობის ტურნირი 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკ სამბისტთა შორის. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანების მოჭიდავემ ლევან მაიზერის ძე გუგავამ 70 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი 12-16 ოქტომბერს სერბეთის ქალაქ ნოვისადში გაიმართება.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებიდან (დირექტორი ზაქრო ხვისტანი) ამ ჩემპიონატზე სამი ახალგაზრდა ღებულობდა მონაწილეობას (მწვრთნელი ლადო მუსელიანი): გიორგი ლიპარტელიანი, თორნიკე გვიჭიანი და ლევან გუგავა. თორნიკე გვიჭიანი ფინალში გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ მხარი იღრძო, ასპარეზობა ვერ გააგრძელა და მე-2 ადგილს დასჯერდა.
ლევან გუგავა 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ჭაბუკ სამბისტთა შორის 65 კგ წონით კატეგორიაში. ახლა მას უფრო მძიმე წონაში მსოფლიოზე მოუწევს ასპარეზობა და იმედია ისევ წარმატებით გაგვახარებს.
მირანგულა მუკბანიანი.