ბეჩოს თემში, მწვერვალ უშბის კალთებთან ახლოს, მდებარეობს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი. ეს არის XI საუკუნის, ბაზილიკური ტიპის ტაძარი. ადგილს სადაც ეს ეკლესია მდებარეობს “გულ” ეწოდება და აქიდან გამომდინარე სვანეთში ამ ტაძარს მოიხსენიებენ როგორც “გულა გაბრიელ”.
ტრადიციულად, წელიწადში სამჯერ, აღდგომის შემდგომ სამ სამშაბათს, მიყოლებით, ხალხი ტრადიციულად ამ ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს.
“გულა გაბრიელ”-ს განსაკუთრებით ავედრებენ ეპილეფსიითა და ფსიქიკურად დაავადებულებს.
დღემდე არსებული ტრადიციით ამ ტაძარში ქალის შესვლა აკრძალულია.
მადონა წერედიანი.