1 დეკემბერს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 383 აბონენტს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხელედი, ლესემა, წანაში, ბავარი და სხვა მიმდებარე სოფლებში, ხოლო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე – 201 აბონენტს სოფლებში: ბაბილი, მელურა, გულიდა, მაცხვარლამეზური და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ინფორმაცია მოგვაწოდა სს “ენერგოპრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თეონა გეგუჩაძემ.
ფოტო მირანგულა მუკბანიანის.