21-23 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სპორტ-დარბაზის ღია კედელზე გაიმართა მეკლდეურობაში ღია ახალგაზრდული პირველობა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 2000-2001; 2002-2003; 2004-2005. შეჯიბრი გაიმართა რთულ და სწრაფ ცოცვაში.
მასში მონაწილეობდნენ გუნდები და ცალკეული მეკლდეურები საქართველოს ქალაქებიდან და რეგიონებიდან, ასევე მოწვეულნი იყვნენ გუნდები აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. შეჯიბრის ბოლოს გათამაშდა გუნდური ესტაფეტა ჯოკია გუგავას სახელობის თასზე სწრაფ ცოცვაში, რომელიც ლენტეხის სასპორტო სკოლამ მოიგო. გამარჯვებულ გუნდს ბერდია გუგავას საპრიზო ფონდიდან გადაეცა 200 ლარი, მეორე ადგილზე გასულ გუნდს (თბილისი)- 150 ლარი,მესამე ადგილზე გასულ გუნდს (მესტია) – 100 ლარი.
საერთო ჩათვლით პირველ ადგილზე გავიდა თბილისის გუნდი, მეორე ადგილზე მესტიის გუნდი და მესამეზე ლენტეხის გუნდი.
რთულ ცოცვაში გამარჯვებულები გახდნენ:
2000-2001 წლებში დაბადებულები
ვაჟები
I ადგილი –ნიკოლოზ ბერუაშვილი (თბილისი)
II ადგილი –ლუკა გვარაძე (ნიქოზი)
III ადგილი –გიორგი გვიჭიანი (ლენტეხი)
გოგონები
I ადგილი –ქეთი ქურასბედიანი (თბილისი)
II ადგილი –ეკატერინე ლიპარტელიანი (ლენტეხი)
III ადგილი –ელენე გეწაძე (ქუთაისი)
2002-2003 წლებში დაბადებულები
ვაჟებში
I ადგილი – ბერდია მერლანი (მესტია)
II ადგილი – ლევან ფილფანი (მესტია)
III ადგილი – ბექა მელანაშვილი (თბილისი)
გოგონებში
I ადგილი – ნუცა თვაური (თბილისი)
II ადგილი – სალომე სანაძე (თბილისი)
III ადგილი – მარიამ გიგანი (მესტია)
2004-2005 წლებში დაბადებულები
ვაჟები
I ადგილი – ნიკა მიქელაძე (თბილისი)
II ადგილი – ნიკა იოსელიანი (მესტია)
III ადგილი – ანრი როხვაძე (ქუთაისი)
გოგონები
I ადგილი – მარიამ გვიჭიანი (ლენტეხი)
II ადგილი – ნინი მჭედლიანი (მესტია)
III ადგილი – ნინი მახარეიშვილი (ქუთაისი)
სწრაფ ცოცვაში გამარჯვებულები გახდნენ:
2000-2001 წლებში დაბადებულები
ვაჟები
I ადგილი – ლუკა ბერუაშვილი (თბილისი)
II ადგილი – გიორგი გვიჭიანი (ლენტეხი)
III ადგილი – ლუკა გვარაძე (ნიქოზი)
გოგონები
I ადგილი – ქეთი ქურასბედიანი (თბილისი)
II ადგილი – ეკატერინე ლიპარტელიანი (ლენტეხი)
III ადგილი – ელენე შარიფაშვილი (თბილისი)
2002-2003 წლებში დაბადებულები
ვაჟები
I ადგილი – ბერდია მერლანი (მესტია)
II ადგილი – დავით გავაშელიშვილი (თბილისი)
III ადგილი – დავით ქურასბედიანი (ლენტეხი)
გოგონები
I ადგილი – ნუცა თვაური (თბილისი)
II ადგილი – სალომე სანაძე (თბილისი)
III ადგილი – მარიამ გიგანი (მესტია)
2004-2005 წლებში დაბადებულები
ვაჟები
I ადგილი – ანრი როხვაძე (ქუთაისი)
II ადგილი – ნიკა მიქელაძე (თბილისი)
III ადგილი – ნიკა იოსელიანი (მესტია)
გოგონები
I ადგილი – მარიამ გვიჭიანი (ლენტეხი)
II ადგილი – ნინი მჭედლიანი (მესტია)
III ადგილი – ნინი მახარეიშვილი (ქუთაისი)
აღნიშნული შეჯიბრი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. მთავარი მსაჯი იყო ავთო ქურასბედიანი.
დაჯილდოების ცერემონია 23 ივნისს უამინდობის გამო ლენტეხის სპორტ-სკოლის დარბაზში გაიმართა. დაჯილდოებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, ლენტეხის საკრებულოს წევრი სოსო ქურასბედიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი მედიკო ხვისტანი, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ლადო გურჩიანი, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მირზა ლიპარტელიანი, საქართველოს რამდენიმეგზის ჩემპიონი სწრაფ ცოცვაში გიგა ჯანხოთელი, ცნობილი ძიუდოისტი ეთერი ლიპარტელიანი და სხვები, რომელთაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა დაჯილდოების ცერემონიაში.
პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელებთან ერთად დაჯილდოვდნენ ნაკრები გუნდის მწვრთნელები და შეჯიბრის ორგანიზებაში მხარდამჭერი ადამიანები, მათ შორის იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ბადრი ლიპარტელიანი. მათ საპატიო სიგელები გადაეცათ.
პირველი და მეორე ადგილის მფლობელ მონაწილეებს ცერემონიის დასასრულს გადაეცათ სამახსოვრო მაისურები, მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ბოლოს აჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. დაჯილდოებას მეტად ენერგიულად და სახალისოდ გაუძღვა ალეკო ლეჟავა .
ფოტოზე ზემოთ: მირზა ლიპარტელიანი, პირველ ადგილზე – მარიამ გვიჭიანი
ფოტოზე ზემოთ: ბადრი ლიპარტელიანი პრიზიორებთან ერთად
ფოტოზე ზემოთ: ეკატერინე ლიპარტელიანს აჯილდოვებს ლადო გურჩიანი
ფოტოზე ზემოთ: ბერდია მერლანი (მესტია) შარშანაც გამარჯვებული გახდა.
ფოტოზე ზემოთ: მარცხნიდან – გიორგი გვიჭიანი, ლუკა ბერუაშვილი, ლუკა გვარაძე.
ფოტოზე ზემოთ: მარჯვნიდან – დავით ქურასბედიანი, ბერდია მერლანი, დავით გავაშელიშვილი.
გვანცა ქურასბედიანი
ფოტოების ავტორები: დარიკო კონცელიძე და გურანდა გაზდელიანი