გუშინ, 17 ოქტომბერს, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 57 კგ-მდე წონითი კატეგორიაში. ჯერ კიდევ არ გვქონდა განელებული ეთერის მიერ სეტემბერში მონიჭებული სიხარული, როცა ის პირველი გახდა ქართველ ქალ-ძიუდოისტებს შორის, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და ახლა მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა. მან ამ გამარჯვებას სულ 57 წამი მოანდომა. მანამდე კი ერთმანეთის მიყოლებით სძლია უნგრელ, სლოვენიელ, ჰოლანდიელ და სამხრეთ კორეელ ძიუდოისტებს და ყველა შეხვედრა ვადაზე ადრე იპონით მოიგო.
ეთერ ლიპარტელიანი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი ძიუდოისტია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებული გახდა. სექტემბერში ის ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონიც გახდა და ასევე პირველი ქალი იყო, რომელმაც საქართველოდან ეს ტიტული მოიპოვა.
გამოყენებულია მასალა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საიტიდან:www.gif.ge