გუშინ, 12 სექტემბერს, ფინეთის ქალაქ ვანტააში, ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა ძიუდოში ახალგაზრდებს შორის (-57კგ). ქართული ძიუდოს ისტორიაში ის პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდული ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება. ამ დროისათვის საქართველოს ნაკრებიდან წარმატება მოიპოვეს შემდეგმა ძიუდოისტებმა:
ოქრო – ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ).
ვერცხლი – ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ).
ბრინჯაო – მარიამ ჭანტურია (-70კგ).
საქართველოს ნაკრები ფინეთში შემდეგი შემადგენლობით წარსდგა:
-66კგ – გიორგი თუთაშვილი, ლუკა კაპანაძე,
-81კგ – ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი,
-90კგ – ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური,
-100კგ – ილია სულამანიძე,
+100კგ – გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი,
-48კგ – ნატალია ყიფშიძე,
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი,
-70კგ – მარიამ ჭანტურია,
+78კგ – სალომე მაყიშვილი, სოფიო სომხიშვილი.
ჩემპიონატის პროგრამა:
14 სექტემბერი – ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ. დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი 17:30.
15 სექტემბერი – გუნდური შეჯიბრი, დასაწყისი 11:00, ფინალური ბლოკი 15:30.
პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები www.eju.net
სტატიაში გამოყენებულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მასალა.