არქიმანდრიტი ანტონი (ბურდილაძე) დაიბადა 1949 წელს. 1985 წლიდან ცხოვრობდა ბეთანიის მონასტერში, 1989 წელს აღიკვეცა ბერად ამავე მონასტერში. 1991 წელს შიო-მღვიმის მონასტერში აკურთხეს ბერ-დიაკვნად. ამავე წელს მეუფე დავითმა ალავერდელმა აკურთხა მღვდელ-მონაზვნად.
შემდეგ მამა ანტონი მსახურობდა მარტყოფის მონასტერში, შემდეგ კი – ბოდბის ეპარქიაში, 2001 წლიდან მსახურობდა ცაგერისა და სვანეთის ეპარქიაში, 2002 წლიდან ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმსახური იყო.
არქიმანდრიტ ანტონს 23 ნოემბერს დაკრძალავენ ქალაქ ცაგერის წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტრის ეზოში. გამოსვენება 15-საათზე ცაგერის ღვთისმშობლი მიძინების ტაძრიდან.