25 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს. შეზღუდვა იმოქმედებს დაბა ლენტეხზე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებზე, რომელნიც ჟახუნდერის ქვესადგურზე არ არიან ჩართული.
ელ. ენერგიის მიწოდების შეზღუდვა განხორციელდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ ჩასატარებელი გეგმიური სამუშაოების გამო, კერძოდ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „მურზე“ დაგეგმილი პროფილაქტიკური და ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ელ. ენერგიის მიწოდება არ შეუწყდება დაახლოებით 1000 აბონენტს სოფლებში: სასაში, დურაში, საყდარი, თეკალი, ტვიბი, მამი, ჩიხარეში, ახალშენი, ნაცული, ლემზაგორი, ბენიერი, ჯახუნდერი, ჩუკული და სხვა სოფლებში, რომელთაც ელ. ენერგია ჟახუნდერის ქვესადგურიდან მიეწოდებათ.
ინფორმაცია მოგვაწოდა სს “ენერგოპრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თეონა გეგუჩაძემ.
ფოტო მირანგულა მუკბანიანის.